სიახლეები

  • 22/05/2018

ეკონომიკა დამწყებთათვის

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს.
* პირველ დღეს პროექტის ორგანიზატორები-ტრენერები მონაწილეებს გააცნობენ პროექტის ფორმატსა და წესებს . მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებად სექტორების მიხედვით (ინგლისური, ქართული) .
ინგლისურ ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ლიდერობაზე სხეულის ენაზე და ასევე ტრენერები დაეხმარებიან სწორი პროფესიისა და შესაბამისად უნივერსიტეტის არჩევაში .
ქართულ სექტორის ჯგუფებს კი ჩაუტარდებათ პრეზენტაცები ლიდერობაზე , სხეულის ენაზე და ტრენერები გაარკევენ და დაეხმარებიან სწორი CV -ის დაწერაში და ჩაუტარებენ ტრენინგს იმაზე თუ როგორ უნდა გავიაროთ გასაუბრება წარმატებულად !
* მეორე დღეს , ჩატარდება პრეზენტაციები ეკონომიკაზე , რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ეკონომიკის არსის ახსნას რა არის ეკონომიკა? , ვის წარმოადეგნს ეკონომისტი? ზოგადი ბაზისები და დასაქმების პერსპექტივები მოცემულ სფეროში . ასევე მონაწილეებისთვის მიეცემა საფუძვლიანი- საბაზისო ცოდნა ეკონომიკის პრინციპებში .
* ორივე დღის განმავლობაში ,თითოეული ტრენინგის მსვლელობისას ჩატარდება საინტერესო აქტივობები ,რომლებიც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას იძლევა .
* მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
* მონაწილეობა არის სრულიად უფასო , ორივე დღის განმავლობაში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ნივთებით .
* პროექტის დასასრულში თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
**** რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი !!!

პროექტის ძირითადი მიზნები და ღირებულება :
პროექტის მიზანია დააინტერესოს ბავშვები ეკონომიკით, მისცეს მათ შანსი წინასწარ მიიღონ ზოგადი ინფორმაცია ეკონომიკის შესახებ და ასევე მისცეს მათ საშუალება გამოიმუშავონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საჯაროდ სიტყვით გამოსვლისათვის:

• კრიტიკული აზროვნება
• მასალის სწრაფად ათვისება
• ანალიზის უნარი
• აუდიტორიასთან ურთიერთობა
• თვითდაჯერებულობა
• ჯანსაღ კონკურენციასთან გამკლავება
• პრეზენტაბელურობა