2018/2019 წლის შიდა მობილობი
31.05.20182018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ვადების განსაზღვრის შესახებ
ვბრძანე ბ:
განისაზღვროს 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შიდა მობილობის ვადები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. 2018 წლის 22 ივნისი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;
2. 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით – შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია;
3. 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
4. 2018 წლის 20 აგვისტოდან 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტთა შორის ახალი ხელშეკრულებების გაფორმება;
5. 2018 წლის 25 აგვისტო – შიდა მობილობის წესით ახალ პროგრამებზე ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება.
შპს -შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი
პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუ