[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტრადიციულად, იღებს მონაწილეობას განათლების საერთაშორისო გამოფენაზე. 23-24 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში იბსუს სტენდთან ფაკულტეტების წარმომადგენლები და მოხალისე სტუდენტები მომსვლელთ სასწავლო პირობებს და შეღავათებს, გაცვლით პროგრამებს, სასკოლო ოლიმპიადას თუ ყველა იმ სიახლეს გააცნობენ, რომელსაც მათ

Business Management Faculty of International Black Sea University holds the annual project “My Business Key” from February 17 to February 19. The goals of the project are to share experience of university life with pupils, to present the faculty learning courses and to develop analytic, decision making, team-working skills.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის #IBSU ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, ზამთრის სკოლის ფარგლებში, ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“ უმასპინძლა. პროექტის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება.

2018 წლის 24 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ სემესტრში უნივერსიტეტმა 70-მდე ღონისძიება გამართა - საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები, ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც უნივერსიტეტის განცხადებით, ყველაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გამართულ „სტრატეგიულ დისკუსიებში“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური წარმომადგენლები და რამდენიმე ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

 

ახალი სასწავლო წლიდან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ჩამონათვალს არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა დაემატება!

პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა და განათლების ბაზარზე იმით არის უნიკალური, რომ ერთადერთია სადაც ინგლისურენოვანი სწავლებაა.