News
- Home
- /
- Law and State Governance School
- /
- მემორანდუმის გაფორმება თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტთან
- 30/01/2017
მემორანდუმის გაფორმება თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტთან
2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და “თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტს“ შორის. ამავე დღეს უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი იურიდიულმა კომპანიამ – „Full Legal Service”.
გაფორმებული მემორანდუმები ითვალისწინებს IBSU-ს სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას ასევე, ერთობლივ სემინარებს, საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას და ა.შ.
უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ, „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ მხრიდან მისმა თავმჯდომარემ, ლევან ჯანაშიამ, ხოლო “Full Legal Service”-ის მხრიდან, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ლაშა ცერცვაძემ.