თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
14.03.2019თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოაწერეს.