About Us - International Black Sea University
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]

Follow us:

TEL: +995 32 259 50 05/06/09

Top
Image Alt

About Us

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.

უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი: 229275405

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წლიდან ეწევა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. უნივერსიტეტი არის პირველი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელიც სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს პროგრამებს როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე.

ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 40-მდე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. გამოიცემა ექვსი რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნდა და დაიწყო ფუნქციონირება განათლების სამინისტროს 1995 წლის 31 აგვისტოს №01-17-08/1277 ლიცენზიის საფუძველზე.

2011 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის №71 გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

2018 წელს გაიარა გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი (ხელახალი ავტორიზაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 8 დეკემბრის №93 გადაწყვეტილებით 6 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (უნივერსიტეტი).

საგანმანათლებლო პროგრამები
ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამა მისანიჭებელი კვალიფიკაცია აკრედიტაციის მიღების თარიღი და გადაწყვეტილების აკრედიტაციის ვადა
ბაკალავრიატი (უმაღლესი განათლების I საფეხური)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 24.08.2018 №107 31/12/2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 14.09.2018   №123 14/09/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი საბუღალტრო აღრიცხვაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 27.7.2018 №89 27/07/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფინანსები (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 14.09.2018 №121 14/09/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფინანსები ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 21.11.2019  №210 28/11/2026
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 07.12.2020 N1166780 7/12/2027
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 13/07/2020 №596753 13/07/2027
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 14.9.2018 №124 14/09/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მარკეტინგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 22.8.2018 №104 22/08/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ტურიზმი (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 09.12.2011  №432 1/7/2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ტურიზმი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 09.12.2011 №447 1/7/2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების არქიტექტურა (ინგლისურენოვანი)  არქიტექტურის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 2022 წლის 25 იანვარი 25/01/2029
ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 30/01/2021 №50931 31/01/2028
ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომპიუტერული მეცნიერება კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 02/04/2021 №318909 20/03/2028
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკონომიკა (ინგლისურენოვანი) ეკონომიკის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 12 იანვარი 2022 №15288 22/12/2028
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 12 იანვარი 2022 22/12/2028
სამართლის სამართალმცოდნეობა  სამართლის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 31/01/2021 №50846 30/01/2023
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 24 ნოემბერი 2021 №1261874 24/11/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 24 ნოემბერი 2021 №1261873 24/11/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა (ქართულენოვანი)  საჯარო მმართველობის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 11.12.2012 №755 31/12/2024
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 29.01.2019 №34 29/01/2026
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 09.12.2011 №34 7/1/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 09.12.2011 №433 31/12/2022
მაგისტრატურა (უმაღლესი განათლების II საფეხური)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფინანსები (ინგლისურენოვანი)  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 10.08.2018  №102 10/08/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფინანსები  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 01.08.2018 №92 01/08/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 13.07.2020
№596754
13/07/2027
ბიზნესისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 11.12.2020
№1192975
11/07/2027
ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)  კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 30.01.2021
№50935
31/08/2028
სამართლის შედარებითი კომერციული სამართალი სამართლის მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 06.08.2020
№670727
24/11/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 24 ნოემბერი 2021
№1261875
06/08/2027
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) ამერიკისმცოდნეობის მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 01.02.2012
№14
7/1/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ‌‌განათლების‌ ‌ადმინისტრირება‌ ‌(ინგლისურენოვანი)‌ განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 07.03.2019
№61
07/03/2026
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა განათლების ადმინისტრირება განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 11.08.2020
№679091
20/08/2027
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ციფრული მედია და კომუნიკაცია მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 31/08/2021 #838493 17/08/2025
დოქტორანტურა (უმაღლესი განათლების III საფეხური)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება  1.8.2018 #93 1/8/2025
ბიზნესისა და ტექნოლოგიების კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)  კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება  31/01/2021   №50943 31/01/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) ამერიკისმცოდნეობის დოქტორი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 01.02.2012  №17 7/1/2028
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა განათლების მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) განათლების მეცნიერებების დოქტორი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება 27.11.2019
№206
27/10/2026
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამა (ინგლისურენოვანი) მასწავლებლის მომზადების პროგრამა (ინგლისურენოვანი) 17/03/2023

უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფენ ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებით და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება.

შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.

სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლის კუთხით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან.

კვლევები და პროექტები

უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოსცემს ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის სპეციალისტებითა და მკვლევარებით.

უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის წამყვანი სპეციალისტები.

უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში (Erasmus+, DAAD, Tempus, Visegrad Fund, Black Sea Cross Boarder Cooperation) და არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთი სამეცნიერო გრანტის ბენეფიციარი.

საერთაშორისო თანამშრომლობა

2019 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გლობალური მასშტაბით აღიარებული საუნივერსიტეტო გაერთიანების Magna Charta Consorcium-ის წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 1000-მდე წამყვან სასწავლო დაწესებულებას. IBSU ასევე არის ფრანკოფონიის უნივერსიტეტების გაერთიანების წევრი.

უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული მსოფლიოს 70-მდე წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან.

დასაქმება, სტუდენტური ცხოვრება და სერვისები

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა და სხვადასხვა მიმართულების კლუბები. უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სოციალურ, კულტურულ და სპორტულ  აქტივობებში.

კარიერის განვითარების სამსახური ეხმარება სტუდენტებს კარიერის დაგეგმვაში. უნივერსიტეტი გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. ასევე ხელმისაწვდომია ელექტრონული საბიბლიოთეკო ბაზები და ელექტრონული რესურსები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების უწყვეტ წვდომას საერთაშორისო დონის სასწავლო და სამეცნიერო მასალებზე.

საგრანტო პოლიტიკა

უნივერსიტეტის საგრანტო პოლიტიკა ორიენტირებულია წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერაზე. უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი შიდა დაფინანსების საშუალებები. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის, ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების რიცხოვნობა.

გრანტებსა და საფასურის კალკულაციას გაეცანით ბმულზე