[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, თვითმმართველობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ სფეროებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ვირჯინიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან - Virginia International University (VIU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამით სარგებლობას ითვალისწინებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ''თიბისი ბანკის'' გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ქართული საბანკო სექტორის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუმარი სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

On February 20, 2017 Parliamentary Secretary of the President of Georgia Mrs. Ana Dolidze delivered the public lecture on Leadership in Developing State. In the framework of the lecture the guest talked about the bureaucratic challenges, compared the decision-making mechanisms in developed and developing states and upon analyzing the concrete case she reviewed the efficiency of decision-making institutions in public sector.

20 თებერვალს პრეზიდენტის აპარატის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ საჯარო ადმინისტრირების მიმართულების მოწვევით გამართა საჯარო ლექცია თემაზე ’’ლიდერობა განვითარებად სახელმწიფოში“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა სხვადასხვა ბიუროკრატიულ გამოწვევებზე, შეადარა განვითარებულ და განვითარებად სახელმწიფოებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები და მოქნილობა და კონკრეტული ქეისის მაგალითზე განიხილა საჯარო სამსახურში გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების მუშაობის ეფექტურობა.

16-17 თებერვალს, ''ექსპო ჯორჯიაში'' მე-7 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად IBSU-მაც მიიღო მონაწილეობა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დოქტორს - კლარენს ვან დერ პუტეს უმასპინძლა.

2017 წლის 25 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის IV ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის ორგანიზატორები არიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია. ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით.