წელს IBSU-ში მედალოსნები ახალი პირობით დაფინანსდებიან
მოგეხსენებათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი შიდა სასწავლო გრანტით აფინანსებს. ახალი შემოთავაზაბის თანახმად, 2018-2019 საასწავლო წლის მედალოსნები, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს და იბსუ-ში ჩაირიცხებიან მიიღებენ 40%-იან შიდა გრანტს. edu.aris.ge
IBSU-ს კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ჩინეთში ოცდღიან პროექტში იღებდა მონაწილეობას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი ქეთევან კიკილაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა ოცდღიან პროექტზე – Belt and Road Science and Technology International Workshop. edu.aris.ge
IBSU მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას იწყებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. edu.aris.ge
მე-4 საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში – „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“
27-28 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ კონფერენციას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო და ისეთ საკითხები მოიცვა როგორიცაა: კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა პოლიტიკის ისტორია
IBSU-ში საერთაშორისო სეზონური სკოლა მანქანურ სწავლებაში გაიმართა
3-11 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სეზონური სკოლა მანქანურ სწავლებაში გაიმართა (Autumn school in Machine learning). პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. edu.aris.ge
IBSU-ს სტუდენტებისთვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს
IBSU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის – მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – კლარენს ვან დერ პიუტმა და ბარტ დე ჰანმა ჩაატარეს მასტერკლასი თემაზე: ,,მარკეტინგული სტრატეგიები, ბრენდის მენეჯმენტი, ნეირომარკეტინგი, მომხმარებლის ქცევა”. edu.aris.ge
ჯონათან გ. სკოტ – სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა
2019 წლის, ოქტომბრის 21, 15:00 საათზე იმართება ჯონათან გ. სკოტ სადისერტაციო თემის საჯარო დაცვა “საბრძოლო სტრატეგიული კულტურა - 21-ე საუკუნის ახალი ფენომენი: სამხედრო ლიდერობის ტრანსფორმაცია აშშ-ს მაგალითზე (1960-2010)” შზსუ-ს საკონფერენციო ოთახი
Public Defense of PhD Dissertation
On October 21, 2019, at 15:00 Public Defense of PhD Dissertation “The Warrior Strategic Culture – New Phenomenon in 21st Century Culture: A Transformation in Military Leadership in the American Experience (1960-2010)”
გაეცანით, 2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის დამატებითი საგამოცდო საგნების ჩამონათვალს
გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. მათემატიკა/ისტორია გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. იხილეთ ლინკი
გარე მობილობა იბსუში
იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა.