[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენათა სკოლას, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ახლადარჩეული და ამავდროულად პირველი კონსული ჟეგოშ სტეკოვსკი და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე თომაშ ურბანსკი ეწვივნენ.

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, სამართლის დოქტორის, საერთაშორისო სამართლის პროფესორის ეკა სირაძის საჯარო ლექცია გაიმართა -საერთაშორისო საზღვაო სამართლის აქტუალური საკითხებზე. შეხვედრის თემატიკა იმ პრობლემებს შეეხებოდა, რომელსაც სახელმწიფოები საერთაშორისო ზღვებსა და ოკეანეებში იურისდიქციის გავრცელებისას აწყდებიან.

November 30 computer faculty of Computer Technologies and Engineering of International Black Sea University organized Seminar on topic "Data Engineering and Data Science". Seminar was Delivered by Professor Nodar Momtselidze and our alumni Giorgi Jvaridze. They spoke about data analysis engines "Spark" and "H2O".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: "მონაცემთა ინჟინერია და მინაცემთა მეცნიერება". 
სემინარს პროფესორი ნოდარ მომცელიძე და იბსუ კურსდამთავრებული გიორგი ჯვარიძე გაუძღვნენ. კერძოდ, მათ ისაუბრეს მონაცემთა ანალიზის პლატფორმებზე - Spark-სა და H2O-ზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით, აქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ კლუბ "შუადღე სტუდენტებთან ერთად" ორგანიზებით მედია ჰოლდინგ ტაბულას მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ''მედიის როლი პოლიტიკაში''.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების მეჩვიდმეტე ფორუმი გაიმართა, რომელშიც 50-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სტუდნეტებს არსებული ვაკანსიები გააცნო.

On 27 November 2017 Memorandum of Understanding was signed between the Adam Mickiewicz University (Poznań) and International Black Sea University. Presupposing joint research projects, collaboration between the research centres, exchange programmes, with particular emphasis on visiting exchange of the young scholars, the MoU promotes international cooperation and internationalization agenda of the IBSU.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტს (პოზნანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმართვას, კვლევით ცენტრებს შორის თანამშორმლობას და გაცვლით ვიზიტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მკვლევარების მობილობის ხელშეწყობას.