[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

Archive

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე „საქართველოს სატყეო დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ტყის სასიცოცხლო მნიშვნელობას ეკოლოგიური სისტემისთვის, სხვადასხვა რეგულაციებსა და შეთანხმებებს საქართველოს აღმასრულებელი სექტორის მიერ ტყის მართვასთან დაკავშირებით.

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მოწვევით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსთან, გიორგი ბრეგაძესთან შეხვედრა გაიმართა. სტუმარმა ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წარმომადგენლებს ორგანიზაცია - Oak Ridge Associated Universities (ORAU) - ის ვიცე პრეზიდენტი, ტონი ლესტერი შეხვდა.

ოკრიჯის ასოცირებული უნივერსიტეტები (ORAU) სამეცნიერო და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფს, უნიკალურ ლაბორატორიულ შესაძლებლობებს და წვდომას 100-ზე მეტ კვლევით უნივერსიტეტზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით II სტუდენტური კონფერენცია გაიმართა თემაზე: ''საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ერთობლივი ინიციატივებისა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა. 

ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული სასწავლო კურსის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა საბანკო განათლების ინსტიტუტის ვიცე- პრეზიდენტ დოქტორ ერიკა მარსს უმასპინძლა.