- 01/04/2019
- Home
- /
- IBSU in media
- /
- Page 14
„იბსუს სასკოლო ოლიმპიადა 2019-ის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც მაქსიმალური ქულების მქონე აბიტურიენტები iPad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი, 50 %-იანი და 25 %-იანი სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ. შიდა გრანტი ჯამში 1200-მდე მონაწილემ მიიღო. ოლიმპიადაზე აპლიკანტებმა უნარების ტესტი წერეს. გამოცდა საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული) გაიმართა და მასში მონაწილეობის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. დოქტ. ნიკოლოზ ფარჯანაძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ინგლისური ენის პროფესიონალებისათვის. პროექტი განხორციელდა პროგრამა ,,ინგლისური ენის პროფესიონალის’’ (English Language Fellow) 50 წლის იუბილეს აღსანიშნად. პროგრამის მიზანი იყო საერთაშორისო მასშტაბით ინგლისური ენის პროგრამების ადმინისტრატორების ხელშეწყობა, ადგილობრივ კონტექსტში ახალი მიმართულებების ინიცირება და პროექტების განხორციელება ინგლისური
დავით ბურდული IBSU-ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. მისი, თქმით ჩინეთი ყოველთვის იყო მისთვის მიმზიდველი ქვეყანა, იბსუ-მ კი შესაძლებლობა მისცა მას არამხოლოდ ეცხოვრა ამ ქვეყანაში, არამედ ერთი სემესტრით ესწავლა კიდეც ჩინეთის ტექნოლოგიურად წამყვან უნივერსიტეტში. დავითი თავად გვიზიარებს გაცვლით პროგრამაზე ჩინეთში, ბეიჯინგის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ყოფნისას მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს: “ჩინეთი ყოველთვის იყო ჩემთვის
16 მარტს შვეიცარიის „იუმეფ“ (UMEF) ჟენევის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი დიპლომის გაცემას და სტუდენტების, მკვლევარების, პროფესორების გაცვლითი პროგრამაში ჩართვას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე. https://goo.gl/vCU9uH
ქეთა ავაზაშვილი იბსუ-ს ამერიკისმცოდნეობის მეოთხე კურსის სტუდენტია და ამერიკის საელჩოში გაიარა სტაჟირება. რა გამოცდილება მიიღო სტაჟირებისას, რა თვისება დაეხმარა წარმატების მიღწევაში და რას ურჩევს მომავალ მონაწილეებს? – ქეთი თავად გიამბობთ. ქეთა ავაზაშვილი: ,,6 წლიდან ჩემს ოთახში ამერიკის დიდი დროშა მეკიდა და ყოველ დილით გაღვიძებისას მაგას ვუყურებ, როგორც წინსვლის დიდ მოტივაციას. მინდოდა უფრო ახლოს ვყოფილიყავი იმ მუშაობისა
17 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ,,იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადა 2019” გაიმართა. საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, ზუგდიდი) დაფინანსების მოსაპოვებლად 1500-მდე აბიტურიენტმა მოიყარა თავი. ,,დიდი იმედი მაქვს, რომ სასწავლო გრანტს მოვიპოვებ. ჯერ არ დავრეგისტრირებულვარ, თუმცა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია. იბსუ-ს სწავლის ხარისხი და საუნივერსიტეტო აქტივობები მოტივაციას მაძლევს, რომ სტუდენტი
თბილისის საკრებულოსა და “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მოაწერეს. https://goo.gl/uugDtw
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდი ესწრებოდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ისინი დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მათი პარტნიორებიც არიან ჩართული. https://goo.gl/dtEuQG
თბილისის საკრებულოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტომა ილიას ჩილოღლუმ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მოაწერეს. https://goo.gl/4ZtnVg