- 30/03/2018
- Home
- /
- IBSU in media
- /
- Page 17
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსის, „სკანდინავიის ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ – ერიკ სალგრემ ფონ შენტმა შვედების საგარეო პოლიტიკის მახასიათებლებისა და განვითარების შესახებ სტუდენტებთან დისკუსია გამართა. მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედეთის საგარეო პოლიტიკის განვითარების ძირითადი ეტაპების, ფემინისტური საგარეო პოლიტიკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, ფრანჩესკო აგნელლო (პოლიტიკის მრჩეველი ევროპარლამენტში) ლექციების ციკლს – „ადამიანთა საერთაშორისო უფლებები“ გაუძღვა. რამდენიმე დღიანი შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა თემატიკას გაეცნენ, მათ შორის: თუ როგორ ხდება ადამიანთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით და ჩართულნი იყვნენ დისკუსიაშიც. ლექციის ბოლოს სტუდნეტებს გადაეცათ სერტიფიკატები. www.edu.aris.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი“ ფარგლებში გაიმართა. www.info9.ge www.newsday.ge www.for.ge www.kvira.ge www.timer.ge www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის V ოლიმპიადას ინფორმატიკაში უმასპინძლა. ზამთრის V ოლიმპიადის ორგანიზატორები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია არიან. ოლიმპიადა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ფორმატით მიმდინარეობდა. მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და არ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იბსუ-ს სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც საქართველოს 6 ქალაქის სხვადასხვა სკოლის 600-ზე მეტმა მეთორმეტე კლასელმა მიიღო მონაწილეობა.ოლიმპიადა გაიმართა ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავდა 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს : ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია. ტესტირების პასუხები
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ სემესტრში უნივერსიტეტმა 70-მდე ღონისძიება გამართა – საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები, ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც უნივერსიტეტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია – ახალი ინგლისურენოვანი არქტიტექტურის პროგრამა. www.interpressnews.ge www.info9.ge newsday.ge www.for.ge
18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში კულტურის მე-4 ფესტივალი გაიმართება.აღსანიშნავია, რომ IBSU-ში 20 სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სტუდენტი სწავლობს.მათ შორის არიან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ნიგერიის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის,საბერძნეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები საკუთარი ქვეყნის ტრადიციულ სამოსს, ღირსშესანიშნაობებს, ფოლკლორსა და კერძებს წარმოადგენენ. კულტურის ფესტივალს 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რეიტინგების მიხედვით, საქართველოში არსებულ ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტების პირველ ოთხეულში შედის. განათლების მაღალი დონე, დასაქმების გარანტია, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, მაღალი სოციალური აქტივობა, ქველმოქმედება, დისციპლინა და ჰუმანური დამოკიდებულება – ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ უნივერსიტეტს სულ უფრო და უფრო მოთხოვნადს ხდის. www.tbiliselebi.ge