მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED) – სთან
28.04.2017სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების პროგრამების უზრუნველყოფის გზით, ორმხრივ თანამშრომლობას საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების დაგეგმვა-განხორციელებასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.