შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით
შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
- კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი უმაღლესი დაწესებულებიდან თითო გუნდს.
მონაწილეობის პირობები:
– გუნდი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს ოთხი წევრისგან;
– გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა გამოაგზავნოს განაცხადის ფორმა.
– რეგისტრაციის დასრულებიდან პირველ სამუშაო დღეს გუნდს გაეგზავნება კაზუსი. გუნდს ეძლევა მოსამაზადებელი 2 კვირიანი ვადა.
– შეჯიბრის წესებში მოცემული მასალების წარმოდგენიდან 5 დღის განმავლობაში შეირჩევა მონაწილე გუნდები და ჩატარდება კენჭისყრა.
კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნოს:
- ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა;
- შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).
განაცხადები მიიღება 2017 წლის 23 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მყარი-ამობეჭდილი ფორმით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში ქვემოთ მითითებულ მისამართზე. მყარი ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ საბუთები მიიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლი 9:00-დან 17:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციას შემდეგმისამართზე:
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, N2, 0131, 502
საკონტაქტო პირები:
თამარ ხუბულური – პროექტის ხელმძღვანელი – tako_khubuluri@yahoo.com , ტელ: +995 551 53 22 72
ანა ცანავა – პროექტის ასისტენტი +995 322 595050 შიდა ნომერი 164
განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში.