[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი აშშ-ში

Law and State Governance School

5-7 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ შტაბბინაში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, განათლების უფლების დაცვის შესახებ მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო სამიტი გაიმართა. პროექტში მონაწილე 64 ქვეყანიდან, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველად წარსდგა საქართველო. ღია კონკურსის საფუძველზე სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 6 მონაწილე და 1 დელეგატი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავროპროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა ნუგზარ კობერიძემ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში განხორციელებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. #იბსუ -ს სტუდენტი არის პირველი ქართველი დელეგატი, რომელიც სამომავლოდ ელჩის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ახალგაზრდულ სამიტში.

პროექტში, ასევე, მონაწილეობდნენ: შავი ზღვის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები, ანი სანიკიძე, თეონა ხაჩიური და ნინო წულაძე; სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი სალომე მაკარაძე; ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გიორგი ბეკოშვილი და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი ელენე დუნდუა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ვორქშოპები ადამიანის უფლებების დარგში განათლების ზეგავლენის შესახებ. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა სამომავლო საგანმანათლებლო და სოციალური ხასიათის პროექტები, როგორც საქართველოში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.