[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში

Law and State Governance School

9 მარტს, სასამართლო ტურის პროექტის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები ეწვივნენ.

ტრადიციულად, ტურის I ნაწილში პრეზენტაცია გაიმართა სტუდენტებისათვის, რომელსაც თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი თათია ქვრივიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაცია ეხებოდა სასამართლო სისტემას, მოსამართლის სამართლებრივ სტატუსს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტრუქტურას და სასამართლოს როლს.

ტურის ბოლოს სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს სხდომის დარბაზები და ძველი ქართული სამართლის ძეგლების გამოფენა.

სტუდენტების ტური სასამართლოში ორგანიზებული იყო საპროცესო უნარჩვევების სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უძღვება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი – თამარ ხუბულური.