სტუდენტების ვიზიტი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში - International Black Sea University
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტების ვიზიტი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში

Law and State Governance School

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე 26 ოქტომბერს ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ბიუროს კრიმინალისტიკური, ბიოლოგიური და ფსიქიატრიული დეპარტამენტის მუშაობის წესს. სტუდენტებს შეხვდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ბიუროს მუშაობისა და გამოცდილების შესახებ, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაისვა კითხვები,რომლებზეც სტუდენტებმა მიიღეს კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები. შეხვედრისას სტუდენტებისთვის თვასაჩინო იყო უნიკალური ტექნიკით აღჭურვილი სამუშო ოთახები, ექსპერტების მუშობის პროცესი.