ბულგარეთის ელჩის ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
26.03.2018შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა ეწვია. ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი“ ფარგლებში გაიმართა.
www.info9.ge
www.newsday.ge
www.for.ge
www.kvira.ge
www.timer.ge
www.interpressnews.ge