[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

NATO-ს და ევროკავშირის აუდიტორიის გახსნა

14.04.2016

NATO-ს კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შამილაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნინო მაღრაძე-ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმოხილვა, ამ პროცესში NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს ჩრდ. ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სტრატეგია იყო. სტუდენტებთან საუბრისას აღინიშნა, რომ მიუხედავად მომძლავრებული რუსული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის სანდოობა ალიანსისა და ევროსტრუქტურებისადმი პოზიტიურად იზრდება და ამას ბოლო კვლევებიც მოწმობს.