News

    • 12/03/2019

    სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა

    🗣 სამართლის ფაკულტეტმა სისხლის სამართლის კვირეული დაიწყო! 👨‍🎓 კვირეული გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა შავლეგ თოდუამ თემით : “სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა” 🔷 ლექციას ესწრებოდნენ, როგორც სკოლის მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეები ასევე სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები. 🔷 შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა სტუდენტებთან ერთად განიხილა და შეაფასა სულ ახლახანს დანერგილი სიახლე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში. ⭕️ კვირეულის შემდეგი ლექცია

    • 25/02/2019

    პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law”- მეორე ეტაპი

    ✅სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში აგრძელებს პრაქტიკული სამართლის კურსს “Street Law”-ს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ✅პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა:👨‍🎓გიორგი ჯანიაშვილმა და 👨‍🎓მარიამ კაიშაურმა წაიკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე: 🥇„ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“ 🥈 ჩაგვრა ე.წ “Bullying” 🎯ლექციები ორიენტირებულია, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწისა და განვითარებისკენ.

    • 19/02/2019

    (Geo) ქრისტინე უბილავა- რა განსხვავებაა საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის?

    Sorry, this entry is only available in Geo.

    • 19/02/2019

    პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა იურიდიული კლინიკის ფარგლებში 16 – 17 თებერვალს გაზაფხულის სემესტრის პრაქტიკული სამართლის კურსი “Street Law” მე-10,მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო. პროექტის ფარგლებში სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტებმა რუსუდან შაშიკაძემ თათა ჩხიკვაძემ,გიორგი შალამბერიძემ და თამთა თინაშვილმა, ლექციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე: 1. „წარმატებული კომუნიკაცია, წარმატებული ურთიერთობებისთვის“„სახელმწიფო – აუცილებელი ბოროტება“. მედია,ინტერნეტ უსაფრთხოება.

    • 30/01/2019

    ახალი სახელმძღვანელო მომხმარებელთა უფლებათა დაცვის სამართალში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში გამოიცა ნაშრომი „მომხმარებელთა უფლებების სამართალი“, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას სამართლის ამ მიმართულებით. კანონმდებლის მისწრაფებანი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე  ქვეყნის ვალდებულებით, სამართლის სისტემის დაახლოვებაზე ევროპულ სტანდარტებთან. წინამდებარე გამოცემაში სწორედ ეს სპეციფიკაა გათვალისწინებული შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ნაშრომი სახელმძღვანელოს სტილითაა აგებული, თუმცა რეალურად შედგება ავტორთა დამოუკიდებელი კვლევებისაგან. მისი

    • 25/01/2019

    მალხაზ ჩახნაშვილის წიგნის პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის მალხაზ ჩახნაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა . წიგნი ეხება ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი კერძო და განსაკუთრებული ნაწილის იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. საკითხები განხილულია საჯარო და სახელმწიფო მმართველობის და შესაბამისად,ადმინისტრაციული სამართლის შინაარსის ახალი თვალთახედვის გათვალისწინებით და განკუთვნილია სახელმძვანელოდ ადმინისტრაციულ სამართალში სტუდენტებისა და