[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ტრენერები

სალომე ღუჭაშვილი– საერთაშისო ურთერთობების  მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგს საერთაშორისო ურთერთობების მნიშვნელობაზე, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთ დარგზე და საუბრობს ასევე დიპლომატიურ ეთიკაზე. ასევე საუბრობს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მახასიათებლებზე.

ნანა ჯოხარიძე– საერთაშისო ურთერთობების  მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგს დემოკრატიის არსზე და მის სახეებზე, ასევე სახელმწიფოს მმართველობის ფორმებსა და სისტემებზე და, ზოგადად, სახელმწიფოების კლასიფიკაციაზე ამ ნიშნების მიხედვით.

სალომე შარაშიძე– საერთაშისო ურთერთობების  მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგს ერებსა და ნაციონალიზმზე და ნაციონალიზმის როლზე სახელმწიფოს მშენებლობაში. ასევე მიმოიხილავს პოლიტიკური იდეოლოგიების როლს სახელმწიფოს მშენებლობაში.

კურსის მიზანი

საერთაშორისო ურთერთობების კურსის მიზანია მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია დარგში არსებული სიახლეებისა და უშუალოდ სპეციფიკის შესახებ, გაეცნონ სახელმწიფოს არსს, მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისა და იდეოლოგიური მრწამსისთვის საჭირო ბაზისებს.

 

კურსი ფარავს შემდეგ თემებს:

  1. საერთაშორისო ურთიერთობა, როგორც სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგი
  2. დემოკრატია და მისი სახეები
  3. ერები და ნაციონალიზმი, ნაციონალიზმის როლი სახელმწიფოს მშენებლობაში
  4. სახელმწიფოს მმართველობის ფორმები, სისტემები და რეჟიმები
  5. პოლიტიკური იდეოლოგიები
  6. დიპლომატიური ეთიკა
  7. ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია და მისი მახასიათებლები