[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ტრენერები

დავით მათიაშვილი –  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგებს მედიატექნოლოგიებსა და ახალი ამბების ჟურნალისტიკაში.

ანა ჩალაშვილი  – ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგებს ფოტოჟურნალისტიკაში.

გვანცა გოგიაშვილი –  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგებს მედიაწიგნიერებასა და ჟურნალისტიკაში.

ნინი შაორშაძე – ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი. კითხულობს ტრენინგებს ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ჟურნალისტიკა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარები. კურსის შინაარსი მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე, დემონსტრაციულ და პრაქტიკილ ნაწილსაც. მონაწილეები გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოებში, რომელიც საშუალებას მისცემთ უკეთ გაეცნონ პროფესიას და მის მნიშვნელოვან დეტალებს.

 

კურსი ფარავს შემდეგ თემებს

  1. პროფესიის მოკლე მიმოხილვა
  2. მედიატექნოლოგიები და ახალი ამბების ჟურნალისტიკა
  3. მედიაწიგნიერება და ჟურნალისტიკა
  4. ანალიტიკური ჟურნალისტიკა
  5. ფოტოჟურნალისტიკა