სიახლეები
- Home
 - /
 - ბიზნესის სკოლა
 - /
 - საინფორმაციო ტექნოლოგიები
 
- 19/12/2017
 
საინფორმაციო ტექნოლოგიები
ტრენერი:მარიამ ქსოვრელი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სწავლობს 100%-იანი დაფინანსებით და უნივერსიტეტისგან იღებს სტიპენდიას. ის იყო ეროვნული გამოცდების რეიტინგით საუკეთესო ოცეულში. უკვე მეორე წელია, რაც ფაკულტეტის სტუდენტ-ასისტენტია და აქტიურად მონაწილეობს ფაკულტეტზე მიმდინარე ღონისძიებებში, როგორიცაა საზაფხულო სკოლა და კომპიუტერული მეცნიერების კვირეული. ასევე მუშაობდა ასისტენტად DAAD უნივერსიტეტების ბიზნესპარტნიორობის პროგრამაში.
კურსის მიზანი
კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ოფისის პროგრამების, Word-ის, Excel-ის და Powerpoint-ის გამოყენებას. ასევე ისწავლიან google-ის აპლიკაციებთან მუშაობას, როგორებიცაა Docs, Sheets და Slides, ეს აპლიკაციები ფართოდ გამოიყენება ონლაინ ჯგუფური მუშაობისთვის. კურსის დასასრულს მოსწავლეები მოამზადებენ პროექტებს მიღებული ცოდნის სადემონსტრაციოდ.
კურსი მოიცავს
- Word
 - Excel
 - Powerpoint
 - Google Docs
 - Google Sheets
 - Google Slides
 - Google Forms
 - Google Drive
 - Google Calendar
 
სწავლების ენა
ქართული და ინგლისური
სამიზნე ჯგუფი
კურსში მონაწილეობის საშუალება აქვთ დაინტერებულ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
გადასახადი
უფასო
რეგისტრაცია
გადადით შემდეგ ბმულზე: