სიახლეები
- მთავარი
- /
- სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- /
- საჯარო ლექცია – საზოგადოებაზე ორიენტირებული...
- 11/05/2023
საჯარო ლექცია – საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-მ არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენელს, თინათინ ებანოიძეს უმასპინძლა, რომელმაც ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე.
ასევე, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა ორგანიზაცია Nemolchi.uz-ის დამფუძნებელი, უზბეკი ჟურნალისტი და აქტივისტი ირინა მატვიენკო. ირინა წლებია ქალებისა და გოგონების უფლებებს იცავს ჩაკეტილ, ტრადიციულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოში და ცდილობს შეცვალოს ადამიანების სტერეოტიპული მიდგომები ქალების უფლებების მიმართ.