- Home
- /
- აბიტურიენტი
- /
- ტრენინგები მოსწავლეებისთვის
- /
- პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში
IBSU გთავაზობთ სტუდენტურ პროექტს სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში.“
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე.
ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.
ტრენინგის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან:
• არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებსა და მის ისტორიულ განვითარებას – რა პასუხისმგებლობა აქვს არქიტექტორს და როგორ ვითარდებოდა ეს სფერო დროთა განმავლობაში.
• არქიტექტურულ ჩანახატებსა და მათი შექმნის ტექნიკებს – როგორ იქმნება პირველი ესკიზები და როგორ ხდება იდეის რეალობად ქცევა.
• არქიტექტურულ ხაზვასა და შესაბამის ტექნიკებს – როგორ უნდა შესრულდეს ზუსტი ნახაზები, რა ინსტრუმენტები გამოიყენება და როგორია მუშაობის ეტაპები.
• არქიტექტურული კომპოზიციის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ მიდგომებს – როგორ ხდება სივრცის სწორად დაგეგმარება, ფორმებისა და მასშტაბების შეთავსება, ფერთა გამისა და სტრუქტურის შერჩევა.
• მაკეტების შექმნას – როგორ იქმნება სამგანზომილებიანი მოდელი, რა მასალებია საუკეთესო და როგორ შეიძლება არქიტექტურული იდეის ვიზუალურად წარმოჩენა მაკეტის მეშვეობით.

ელენე გურასპაშვილი

დავით ასანიძე

თათია ზაქარაია

მარიამ სხირტლაძე

ელი ხარბედია

გვანცა ჭინჭარაული

ნატალი ხოროშვილი

ხატია ლობჟანიძე

ნინო ბლიაძე

ნია სალდაძე

ანი ბერიკაშვილი