სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ErasmusStudent: დიანა კოტრიკაძე | ამსტერდამის...
#ErasmusStudent: დიანა კოტრიკაძე | ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
  • 30/05/2025

#ErasmusStudent: დიანა კოტრიკაძე | ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

გაიცანით დიანა კოტრიკაძე, IBSU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (AUAS) იმყოფება.

“Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ტრანსფორმაციული გამოცდილება არის ჩემს აკადემიურ ცხოვრებაში. IBSU-მ მომცა მტკიცე საფუძველი ბიზნეს თეორიებსა და მენეჯმენტის პრინციპებში. ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში კი მიღებული ცოდნის რეალურ, პრაქტიკულ გარემოში გამოყენების შესაძლებლობა მაქვს.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი მულტიკულტურულ გარემოში ყოფნაა, სადაც ვწავლობ მულტინაციონალურ გარემოში ადაპტაციას და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს. აღნიშნული უნარები კი დღევანდელ გლობალურ ბიზნეს სამყაროში აუცილებელია.

AUAS-ის პროფესორების მხარდაჭერამ და მათი სწავლების სტილმა უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გამხადა. თავად ამსტერდამი კი საცხოვრებლად და სწავლისთვის გამორჩეული ადგილია. ქალაქი სავსეა ენერგიითა და შთაგონებით.

ასევე, IBSU-ს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წვლილი აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებულია. Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მეტია ვიდრე მხოლოდ სასწავლო პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.”