სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ErasmusStudent: ლუკა ოსიაშვილი | HTW...

- 21/03/2025
#ErasmusStudent: ლუკა ოსიაშვილი | HTW Dresden
გაიცანით IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლუკა ოსიაშვილი, რომელმაც Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გერმანიის ქალაქ დრეზდენში, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HTW Dresden) ერთი სემესტრი ისწავლა.
“გერმანიასა და, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში სწავლის საშუალება ერთ-ერთია იმ ფასდაუდებელ შესაძლებლობათაგან, რისი საშუალებაც IBSU-მ მომცა. უნივერსიტეტის, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, უდიდესი ოცნებაც ავისრულე. HTW Dresden-ში მქონდა პრივილეგია მესწავლა და მემუშავა უაღრესად კვალიფიციურ ლექტორებთან და პროფესორებთან ერთად. მათი მხარდაჭერა ჩემთვის გადამწყვეტი იყო სწავლის, ცხოვრებისა თუ სხვა ეტაპებში აქტიურად ჩასართავად და ახალ გარემოსთან შესაჩვევად. მიხარია, რომ ის გამოცდილებაც კი, რომელიც ამ მოკლე პერიოდში შევიძინე, უკვე მეხმარება ახალი თემების თუ პრაქტიკული სამუშაო პროცესის ბევრად უკეთ აღქმასა და გააზრებაში და მოუთმენლად ველი მათ გამოყენებას საქართველოში, განსაკუთრებით კი IBSU-ში.საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ Erasmus+ გაცვლითი პროგრამები განსაკუთრებით წამახალისებელი და მომგებიანია სტუდენტებისთვის საკუთარი თავის აღმოსაჩენად აკადემიურ თუ პროფესიულ პროცესებში. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, თუნდაც რუტინული ცხოვრება, განსხვავებულ ჭრილში აღიქვან, უფრო დაახლოვდნენ ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან და საქართველოში საუკეთესო ფორმით გადმოიტანონ. ამასთან, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრება, ადამიანის თვალსაწიერს და მსოფლმხედველობას კიდევ უფრო აფართოებს.პირადად ჩემთვის, გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩება. გაცვლით პროგრამაში მონაწილების მიღება ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა, არა მხოლოდ აკადემიური თუ პროფესიული განვითარებისთვის, ასევე პიროვნული და მოქალაქეობრივი ზრდისთვისაც. უაღრესად მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის და სხვებსაც ვურჩევ, მსგავსი შესაძლებლობების აქტიურად გამოყენებას.”