სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ErasmusStudent: ნატა ტოლიაშვილი | ნიუტონის...
#ErasmusStudent: ნატა ტოლიაშვილი | ნიუტონის უნივერსიტეტი
  • 08/04/2025

#ErasmusStudent: ნატა ტოლიაშვილი | ნიუტონის უნივერსიტეტი

გაიცანით ნატა ტოლიაშვილი, IBSU-ს ბიზნესის სკოლის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით  პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წყალობით, წილად მერგო ულამაზესი თავგადასავლის ნაწილი ვყოფილიყავი ქალაქ პრაღაში, სადაც განათლება ერწყმის ისტორიას და ყველაფერი დროში მოგზაურობას ემსგავსება.

IBSU-მ მომცა შესაძლებლობა, განათლება მიმეღო ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, NEWTON University-ში და ამეხდინა ბავშვობის ნატვრა, გამეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ყოველმხრივ გვერდით მედგა ნებისმიერი პრობლემის მოგვარებასა და სწრაფად გადაწყვეტაში. მათი დამსახურებით ახლა უაღრესად კვალიფიციური პერსონალითა და პროფესორებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას, ჩემი თავის ძიებასა და დამკვიდრებას.

Erasmus+ პროგრამამ დამაახლოვა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან და გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები. ვთვლი, რომ მათთან ერთად მიღებული გამოცდილება შეუფასებელია. მარკეტინგი არის ისეთი მიმართულება, სადაც საჭიროა სხვადასხვა კულტურის სწავლა, გაზიარება და პროფესიული კავშირების დამყარება.

თითოეულ სტუდენტს ვურჩევ, ხელიდან არ გაუშვან Erasmus-ის ასეთი უნიკალური შესაძლებლობა ფასდაუდებელი ცოდნის, უნარებისა და დაუვიწყარი მოგონებების შესაძენად. ვინ იცის, იქნებ შენც შეიძლება გახდე ამ საოცარი ზღაპრის მონაწილე, სადაც თავი ყველაზე გაბედულ და შეუჩერებელ პერსონაჟად შეგიძლია იგრძნო?!”