სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ErasmusStudent: ნატო მამადაშვილი | ეტვოშ...

- 10/04/2025
#ErasmusStudent: ნატო მამადაშვილი | ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი
გაიცანით IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ნატო მამადაშვილი, რომელიც Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთში, ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში სწავლობს.
“Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნამდვილად გარდამტეხი გამოცდილებაა ჩემთვის. IBSU-ში ჩემი საგნები ძირითადად მასწავლებელთა მომზადების პროგრამის თეორიულ საფუძვლებს ეხებოდა. ბუდაპეშტში კი პრაქტიკული კურსების გავლის საშუალება მომეცა.
ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ორენოვან (უნგრულ-ინგლისურ) სკოლასა და საბავშვო ბაღში სტაჟირების გავლა, სადაც რამდენიმე კვირის მანძილზე შესაძლებლობა მქონდა არამხოლოდ დავკვირვებოდი სასწავლო პროცესს, არამედ თავადაც მომერგო მასწავლებლის როლი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად ღირებული გამოცდილება ჩემი პიროვნული და კარიერული ზრდისთვის.
ბუდაპეშტი ნამდვილი საოცრებების ქალაქია. აქ ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს და გამორჩეულს აღმოაჩენ. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და მათი კულტურის უკეთ გაცნობაც შევძელი. პროფესორები და ადგილობრივი სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან და მზად არიან ყველაფერში დაგეხმარონ.
ლიტერატურის კურსები მთელი ამ გამოცდილების ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაწილია, რადგან ისინი საოცრად შთამაგონებელი და საინტერესოა. დიდ მადლობას ვუხდი IBSU-ს ასეთი შესაძლებლობისთვის. IBSU-ში შეძენილი თეორიული საფუძველი ძალიან დამეხმარა. ასევე მადლობას ვუხდი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ჩემთან ერთად იყო და ეს გამოცდილება დაუვიწყარი გახადა.”