ამერიკისმცოდნეობის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

When

08/06/2026    
10:00 am

ღონისძიებები

  1. Home
  2. /
  3. ამერიკისმცოდნეობის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო...

ამერიკისმცოდნეობის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

When

08/06/2026    
10:00 am

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ამერიკისმცოდნეობის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 იუბილეს.

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით, ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია კვლავ გააერთიანებს ქართველ, ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული კვლევები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროს.

პროფესორების ნაშრომებთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებს, რაც მნიშვნელოვან სტიმულს ქმნის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.