
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- გეოპოლიტიკური თამაშები მოსწავლეებისთვის
გეოპოლიტიკური თამაშები მოსწავლეებისთვის

გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია, როგორც პროფესია?
გინდა გაიგო როგორია საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება და ლოგიკა? მაშინ, IBSU-ს უფასო პროექტი ‘გეოპოლიტიკური თამაშები’ შენთვისაა!
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-10, მე–11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ უფასო ტრენინგს, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული ნაწილის შესწავლის შემდეგ, გექნებათ პრაქტიკული დავალება ‘გეოპოლიტიკური თამაშები’, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება თემატური და საინტერესო შეჯიბრება.
მოდი ტრენინგზე 30 მარტს და ჩაერთე სახალისო აქტივობებსა და თამაშებში.
დრო: 13:00-15:00
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ IBSU-ს სერტიფიკატები.
დარეგისტრირდი წინასწარი: https://forms.gle/TFPGNNxLMb3hm8wd7