ღონისძიებები
- Home
- /
- ინგლისის ინკლუზიური განათლების გამოწვევები...
ინგლისის ინკლუზიური განათლების გამოწვევები მრავალკულტურულ გარემოში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მომავალი გამოწვევები და ინგლისური პრაქტიკის გაზიარება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიას “ინგლისის ინკლუზიური განათლების გამოწვევები მრავალკულტურულ გარემოში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მომავალი გამოწვევები და ინგლისური პრაქტიკის გაზიარება”.
სპიკერები: ჟანა გოგინაშვილი & მარინა ოსტრიანსკა
სესიის ფარგლებში განხილული იქნება ინგლისის მრავალკულტურული განათლების სისტემის ძირითადი გამოწვევები, მათ შორის ენობრივი ბარიერები, კულტურული განსხვავებები და ინკლუზიური პრაქტიკები. ასევე ისაუბრებენ იმ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს შეუძლია გაიზიაროს ინგლისური გამოცდილებიდან – ინკლუზიური მიდგომა სკოლის მასშტაბით, მასწავლებელთა უწყვეტი განვითარება, თემობრივი ჩართულობა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგი.
თარიღი: 24 დეკემბერი
დრო: 15:00
ადგილი: A101
დარეგისტრირდით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe2XPAdMr0SwHlOwNgJfMi59HP-sreO7wl10Pqgg0JBf6M5nw/viewform