When

28/10/2025    
2:00 pm - 4:00 pm

ღონისძიებები

  1. Home
  2. /
  3. პროგრამა “ხმები ძალადობის წინააღმდეგ”

პროგრამა “ხმები ძალადობის წინააღმდეგ”

When

28/10/2025    
2:00 pm - 4:00 pm

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მასპინძლობს პროექტს „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც დაფინანსებულია გაეროს ქალთა განვითარების ფონდის მიერ (UN Women). ეს ინიციატივა მიზნად ისახავს გოგოებისა და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში საჭირო უნარების განვითარებას.

კურსი მოიცავს 2-საათიან ტრენინგ-სემინარს, რომლის ძირითადი ამოცანებია:
– უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გოგოებისა და ქალების მიმართ ძალადობაზე სასაუბროდ;
– გოგოების მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების, ძალადობისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშნების ამოცნობა;
– იმ უნარების გამომუშავება, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს საკუთარი თავისა და მეგობრების მხარდაჭერაში;
– ქალებისა და გოგოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების შესახებ;

სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/aEZ8tkdHftaizpYB8

საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია „დია“ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი ორგანიზაციაა საქართველოში. ორგანიზაცია არის WAGGGS (გოგონა სკაუტებისა და გაიდების მსოფლიო ასოციაცია)
წევრი. სწორედ WAGGGS-ის მიერ შექმნილია პროგრამა „Stop the Violence“ (შეაჩერე ძალადობა), რომლის მიზანია მსოფლიოში გოგოების და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება.