
ღონისძიებები
- მთავარი
- /
- ქა’რთული – შემეცნებითი თამაში მოსწავლეებისთვის
ქა’რთული – შემეცნებითი თამაში მოსწავლეებისთვის

დედაენის დღესთან დაკავშირებით, 31 მარტს და 7 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი თამაში ქა’რთული.
პროექტი შედგება ორი შესარჩევი ეტაპისგან. თითო ეტაპზე მონაწილეობს ოთხი გუნდი. ორივე ეტაპი მოიცავს ქართული გრამატიკის და ლიტერატურის საკითხებსა და თავსატეხებს უცხოური ლიტერატურიდან.
ფინალი გაიმართება 14 აპრილს.
დრო: 15:00 -17:00
გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.