ღონისძიებები
- Home
- /
- Grant Thornton-ის საინფორმაციო შეხვედრა...
Grant Thornton-ის საინფორმაციო შეხვედრა IBSU-ში
27 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კომპანია Grant Thornton ეწვევა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იქნება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ მეტი გაიგონ კომპანიის საქმიანობაზე, კარიერულ შესაძლებლობებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.
მოწვეული სტუმრები სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას და უპასუხებენ მათთვის საინტერესო კითხვებს პროფესიული განვითარების თემებზე.