სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: თამარ უმეკაშვილი | ევროპის...

- 05/03/2025
#ExchangeStudent: თამარ უმეკაშვილი | ევროპის ბიზნეს სკოლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი თამარ უმეკაშვილი Erasmus+ პროექტის ფარგლებში ერთ სემესტრს პორტუგალიაში, ევროპის ბიზნეს სკოლაში ატარებს.
“პორტოში, ევროპის ბიზნეს სკოლაში (ISAG) ვსწავლობ მენეჯმენტს. როგორც IBSU-ს ეკონომიკის სტუდენტი, აღნიშნულმა გაცვლითმა პროგრამამ ახალი აკადემიური პერსპექტივები დამანახა. Erasmus+-მა საშუალება მომცა გამეცნო შთამაგონებელი ადამიანები და მესწავლა ინოვაციური მიდგომები. IBSU-ს წვლილი აკადემიური მომზადების კუთხით გადამწყვეტი იყო. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უზრუნველყო, რომ ყველა რესურსი მზად მქონოდა გამგზავრებისთვის და სწავლისთვის. პორტოში ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილებისას აღმოვაჩინე ახალი ძალები, ვიღებ გამოწვევებს და წარმატებულად ვვითარდები ამ მოგზაურობაში. გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში გახდა ჩემი აკადემიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტი და ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროექტებში, რადგან ეს გამოცდილება შეგცვლით უკეთესობისკენ.”