სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: ლიზა მირიანაშვილი | დასავლეთ...

- 24/06/2025
#ExchangeStudent: ლიზა მირიანაშვილი | დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი
გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზა მირიანაშვილი, რომელმაც გაცვლითი პროგრამით საბერძნეთში, დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში ისწავლა.
“Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობა და ნახევარი სემესტრის საბერძნეთში გატარება ჩემი აკადემიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და განათლების თვალსაზრისით მდიდარი გამოცდილება იყო.
განსაკუთრებული მადლობა IBSU-ს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რომლებმაც მომცეს ეს შესაძლებლობა და თითოეულ ეტაპზე დამიჭირეს მხარი. ამ გამოცდილების განმავლობაში ვისწავლე ახალ სიტუაციებთან ადაპტაცია, უფრო დამოუკიდებელი გავხდი და როგორც პიროვნულად, ისე აკადემიურად განვვითარდი. ასევე შევიძინე მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ გამოცდილებამ მომანიჭა – მეგობრობიდან და მოგონებებიდან დაწყებული, გამოწვევებით დამთავრებული. ეს პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თუნდაც მოკლე პერიოდით, სხვა ქვეყანაში მიიღონ განათლება და ახალ კულტურას გაეცნონ. ყველა სტუდენტმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.”