სიახლეები
- Home
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ExchangeStudent: ნათია გლურჯიძე |...

- 09/03/2026
#ExchangeStudent: ნათია გლურჯიძე | უსკუდარის უნივერსიტეტი
გაიცანით #IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი, ნათია გლურჯიძე, რომელიც ორმხრივი გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი სწავლას აგრძელებს უსკუდარის უნივერსიტეტში, თურქეთი.
“გამარჯობა, მე ვარ ნათია გლურჯიძე, IBSU-ს ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების 3 კურსის სტუდენტი და ამჟამად ვიმყოფები სტამბულში უსკუდარის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით. ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი აკადემიური გზის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ გამოცდილებად იქცა. ცხოვრება და სწავლა ასეთ შესანიშნავ და ისტორიულად მდიდარ ქალაქში მაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო ურთიერთობების არსი საკლასო ოთახის ფარგლებს მიღმა დამენახა და თეორია რეალურ სამყაროსთან დამეკავშირებინა.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) განსაკუთრებული მხარდაჭერის წყალობით, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ჩემი ფაკულტეტის დახმარებით. მათი ხელმძღვანელობა, წახალისება და პროფესიონალური მომზადება დამეხმარა სწრაფად მოვრგებოდი ახალ აკადემიურ გარემოს და მაქსიმალურად გამომეყენებინა ყოველი გამოცდილება – როგორც აკადემიურად, ისე კულტურულად.
ამ ახალმა შესაძლებლობამ საინტერესო ლექციებიდან დაწყებული, სხვადასხვა კულტურის სტუდენტებთან ურთიერთობით დასრულებული გამიმარტივა აღმომეჩინა საკუთარი თავი ჩემი მომავალის პროფესიაში. გაცვლითმა პროგრამამ გააღრმავა ჩემი გლობალური შეხედულებები და კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია დიპლომატიური კარიერისკენ სვლისთვის. გულწრფელად მადლიერი ვარ IBSU-ს, რომელმაც გამიხსნა ეს კარი და დამეხმარა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდაში.”