სიახლეები
- მთავარი
- /
- IBSU ბლოგი
- /
- #ErasmusStudent: ნიცა ბობოხიძე | ნიუტონის...

- 03/04/2025
#ErasmusStudent: ნიცა ბობოხიძე | ნიუტონის უნივერსიტეტი
გაიცანით ნიცა ბობოხიძე, IBSU-ს მენეჯმენტის მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამით პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
“საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტში ვისწავლე, სადაც გავიფართოვე ჩემი აკადემიური და კულტურული ჰორიზონტები, შევხვდი შთამბეჭდავ ადამიანებს და გავიზარდე პიროვნულად.
IBSU-ს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერის გარეშე ეს გზა რთული იქნებოდა. ისინი ყველა ეტაპზე მეხმარებოდნენ, უპასუხეს ჩემს კითხვებს, გვერდში მედგნენ და ჩემი მოგზაურობა შეუფერხებელი, ხოლო სწავლა სასიამოვნო გახადეს.
ახალ აკადემიურ გარემოში სწავლამ, გამოცდილი ლექტორების ხელმძღვანელობით, დამანახა განსხვავებული პერსპექტივები და დამატებითი უნარები, რაც IBSU-ში უკვე ათვისებულ მყარ საფუძველს კარგად შეერწყა. მადლიერი ვარ, ამ შესაძლებლობისთვის და კმაყოფილი ჩემი მიღწევებით. ყველას ვურჩევ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გაცვლით პროგრამაში ჩაერთოს.”