სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. IBSU ბლოგი
  4. /
  5. #ExchangeStudent: ქეთევან გაგუა | სიასის...
#ExchangeStudent: ქეთევან გაგუა | სიასის უნივერსიტეტი
  • 10/06/2025

#ExchangeStudent: ქეთევან გაგუა | სიასის უნივერსიტეტი

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ქეთევან გაგუა, რომელიც ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.

“საზაფხულო ბანაკმა სიასის უნივერსიტეტში, ჩინეთში, დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა. დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე. პროგრამა კარგად იყო ორგანიზებული. მონაწილეები და ორგანიზატორები განსაკუთრებულად გვიჭერდნენ მხარს, რომელთა დახმარებით გავეცანი ჩინეთის შთამბეჭდავ კულტურას და ტრადიციებს. ჩინელი სტუდენტები იყვნენ ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც ცდილობდნენ ღირებული გამოცდილება მიგვეღო.

ასევე, საზაფხულო ბანაკი დატვირთული იყო სხვადასხვა შიდა და გარე აქტივობებით, რომელთა დახმარებით ვცდილობდი სხვა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველო, ჩვენი კულტურა და ტრადიციები გამეცნო. გარდა ამისა, დავესწარით ლექციებს ჩინეთის ეკონომიკასა და ისტორიაზე.

გარე აქტივობების ფარგლებში ვნახეთ ჟენჯოუს მუზეუმი, სადაც სემინარები ჩაგვიტარდა და გვქონდა შესაძლებლობა ძველი ჩინური ექსპონატები დაგვეთვალიერებინა. ვეწვიეთ შაოლინის ტაძარს და ჯენჯოუს ქალაქს. მიღებულმა გამოცდილებამ ჩემს ინტელექტუალურ და პიროვნულ ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა. მადლობა IBSU-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის!”