სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში...
  • 26/09/2022

ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში – სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები

საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებითა და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, 23 სექტემბერს, იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი – “ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში – სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები” ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.

შეხვედრის მიზანი იყო არსებულ პროფესიაში ბოლოდროინდელი, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების გაანალიზება. იურიდიულ პროფესიაში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ევროინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელი სიახლეების შეფასება.