[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“ვებომეტრიქსის“ კვლევებით IBSU საქართველოში კერძო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-2 ადგილზეა

08.08.2023

მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში (webometrics) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა.

“ვებომეტრიქსის“ კვლევებით, ინფორმაციული ხელმისაწვდომობის რეიტინგში IBSU მე-5 ადგილს ფლობს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმატების (ყველაზე ხშირად ციტირებული ნაშრომები) მიხედვით მე-6 ადგილზეა.

“webometrics”-ის კვლევები წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება და მოიცავს მსოფლიო მასშტაბით 31,000 ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.