სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”
  • 28/02/2022

ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”

განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოფი:  “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.” ვორქშოფი ჩაატარა IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნატო ფაჩუაშვილმა. ვორქშოფის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა SMART-ის პლატფორმის ფუნქციები და სწავლების პროცესში მისი გამოყენების გზები.  SMART-ი MOODLE-ის პლატფორმაზე შექმნილი სისტემაა, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის პროცესის მართვისას იყენებს.