[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

კონკურსი კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

26.08.2024

📌შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად; კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი და აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები;

📍შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დაწესებულების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;

შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების გაცემის პროცედურა:

ა) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებს;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით;

გ) შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებაზე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელია ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც გაიმართება წელიწადში ორჯერ;

დ)  საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე გრანტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები;

ე)   სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;

ვ)   თუ დაფინანსების მაძიებელი მკვლევართა ჯგუფია, მაშინ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი (მთავარი მკვლევარი) უნდა იყოს უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);

📌 დაფინანსების მაძიებელი პასუხისმგებელია დადგენილ ვადებში პროექტის განხორციელებაზე, მიღებული დაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობაზე და პროექტის დასრულების შემდგომ დასკვნითი ანგარიშის წარმოდგენაზე;

დაფინანსების მაძიებელი პირი შეიძლება იყოს:

  • უნივერსიტეტთან აფილირებული პერსონალი;
  • უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრები (ხელმძღვანელები, თანამშრომლები და სტუდენტები); 
  • დოქტორანტურის სტუდენტები;
  • მაგისტრატურის სტუდენტები.

🖌️კვლევით პროექტზე გათვლილი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით); 

🖌️კვლევითი პროექტის ავტორი(ებ)ს დარიცხული ჰონორარი არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური ბიუჯეტის 30%-ს;

🖌️დაფინანსების მაძიებლის ან, მკვლევართა ჯგუფის შემთხვევაში, პროექტის ხელმძღვანელის (მთავარი მკვლევარის) ჰონორარის არაუმეტეს 70% გაიცემა პროექტის განხორციელების პერიოდში, ხოლო დარჩენილი თანხა პროექტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ;

🖌️თითოეული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსების დამტკიცებიდან მაქსიმუმ ორი წელი;

სამეცნიერო-კვლევითი გრანტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები:

  1. საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
  2. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემფასებელი საკონკურსო კომისიის ფორმირება;
  3. საგრანტო განაცხადების მიღება;
  4. საგრანტო განაცხადების განხილვა და შეფასება;
  5. შემფასებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
  6. აპელაციის შემთხვევაში, სააპელაციო კომისიის შექმნა, პროექტების ხელახალი განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
  7. შედეგების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  8. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
  9. საგრანტო პროექტის დაფინანსება;
  10. საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგი.

საგრანტო პროექტის დაფინანსებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

საპროექტო განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ა)   განაცხადის ფორმას (დანართი #1);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ ინფორმაციას/აღწერას (მოკლე რეზიუმე ინგლისურად), ნათლად ჩამოყალიბებული მიზნების (რომელიც თავსებადია უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან), ამოცანების, კვლევის შედეგების, კვლევითი საქმიანობის კომერციალიზაციისა და პრაქტიკაში ინტეგრირების მითითებით (დანართი #2);

გ) სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართულ პირთა შესახებ ინფორმაციას დოკუმენტებითურთ: კვლევით პროექტში ჩართულ პირთა CV, (სტუდენტის შემთხვევაში, ცნობა სტუდენტის სტატუსის, სწავლების სემესტრის და აკადემიური მოსწრების შესახებ); 

დ)   განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;  

ე)   სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო აქტივობების დროში გაწერილ გეგმას (დანართი #3);

ვ)   თანხმობის წერილს უნივერსიტეტიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში); 

ზ)     ინფორმაციას თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში);

თ)    სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო ბიუჯეტს (დანართი #4).

📌საკონკურსო დოკუმენტების მიღების ვადის ამოწურვისთანავე საგრანტო განაცხადები გადაეცემა საკონკურსო კომისიას, რომელიც კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში შეაფასებს პროექტებს, მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;

📌კონკურსის შედეგები შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოქვეყნდება IBSU-ს ვებგვერდზე;

📌საგრანტო პროექტის დაფინანსებისთვის მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს უნივერსიტეტის კანცელარიაში დალუქულ კონვერტში საკონკურსო დოკუმენტების წარდგენისთვის დადგენილ ვადაში (არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება) და გადმოგზავნილ იქნას მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: research@ibsu.edu.ge

📍განაცხადების მიღების პერიოდია 26 აგვისტოდან 26 სექტემბრის 18:00 საათამდე (პასუხი დაფინანსებაზე ცნობილი იქნება 25 ოქტომბერს)