კონკურსი კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
26.08.2024📌შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად; კონკურსის ფარგლებში ფინანსდება ფუნდამენტური, გამოყენებითი და აკადემიური საქმიანობის განვითარების ხელშემწყობი კვლევები;
📍შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დაწესებულების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინტეგრირების ხელშეწყობა;
შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების გაცემის პროცედურა:
ა) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებს;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით;
გ) შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსებაზე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელია ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც გაიმართება წელიწადში ორჯერ;
დ) საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე გრანტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების სტანდარტები;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;
ვ) თუ დაფინანსების მაძიებელი მკვლევართა ჯგუფია, მაშინ კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი (მთავარი მკვლევარი) უნდა იყოს უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
📌 დაფინანსების მაძიებელი პასუხისმგებელია დადგენილ ვადებში პროექტის განხორციელებაზე, მიღებული დაფინანსების ხარჯვის მიზნობრიობაზე და პროექტის დასრულების შემდგომ დასკვნითი ანგარიშის წარმოდგენაზე;
დაფინანსების მაძიებელი პირი შეიძლება იყოს:
- უნივერსიტეტთან აფილირებული პერსონალი;
- უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრები (ხელმძღვანელები, თანამშრომლები და სტუდენტები);
- დოქტორანტურის სტუდენტები;
- მაგისტრატურის სტუდენტები.
🖌️კვლევით პროექტზე გათვლილი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
🖌️კვლევითი პროექტის ავტორი(ებ)ს დარიცხული ჰონორარი არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალური ბიუჯეტის 30%-ს;
🖌️დაფინანსების მაძიებლის ან, მკვლევართა ჯგუფის შემთხვევაში, პროექტის ხელმძღვანელის (მთავარი მკვლევარის) ჰონორარის არაუმეტეს 70% გაიცემა პროექტის განხორციელების პერიოდში, ხოლო დარჩენილი თანხა პროექტით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ;
🖌️თითოეული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსების დამტკიცებიდან მაქსიმუმ ორი წელი;
სამეცნიერო-კვლევითი გრანტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპები:
- საგრანტო კონკურსის გამოცხადება;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემფასებელი საკონკურსო კომისიის ფორმირება;
- საგრანტო განაცხადების მიღება;
- საგრანტო განაცხადების განხილვა და შეფასება;
- შემფასებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება;
- აპელაციის შემთხვევაში, სააპელაციო კომისიის შექმნა, პროექტების ხელახალი განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
- შედეგების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
- საგრანტო პროექტის დაფინანსება;
- საგრანტო პროექტის განხორციელების მონიტორინგი.
საგრანტო პროექტის დაფინანსებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საპროექტო განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) განაცხადის ფორმას (დანართი #1);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ ინფორმაციას/აღწერას (მოკლე რეზიუმე ინგლისურად), ნათლად ჩამოყალიბებული მიზნების (რომელიც თავსებადია უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებთან), ამოცანების, კვლევის შედეგების, კვლევითი საქმიანობის კომერციალიზაციისა და პრაქტიკაში ინტეგრირების მითითებით (დანართი #2);
გ) სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართულ პირთა შესახებ ინფორმაციას დოკუმენტებითურთ: კვლევით პროექტში ჩართულ პირთა CV, (სტუდენტის შემთხვევაში, ცნობა სტუდენტის სტატუსის, სწავლების სემესტრის და აკადემიური მოსწრების შესახებ);
დ) განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო აქტივობების დროში გაწერილ გეგმას (დანართი #3);
ვ) თანხმობის წერილს უნივერსიტეტიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ინფორმაციას თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში);
თ) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო ბიუჯეტს (დანართი #4).
📌საკონკურსო დოკუმენტების მიღების ვადის ამოწურვისთანავე საგრანტო განაცხადები გადაეცემა საკონკურსო კომისიას, რომელიც კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში შეაფასებს პროექტებს, მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს;
📌კონკურსის შედეგები შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ, გამოქვეყნდება IBSU-ს ვებგვერდზე;
📌საგრანტო პროექტის დაფინანსებისთვის მითითებული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს უნივერსიტეტის კანცელარიაში დალუქულ კონვერტში საკონკურსო დოკუმენტების წარდგენისთვის დადგენილ ვადაში (არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება) და გადმოგზავნილ იქნას მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: research@ibsu.edu.ge
📍განაცხადების მიღების პერიოდია 26 აგვისტოდან 26 სექტემბრის 18:00 საათამდე (პასუხი დაფინანსებაზე ცნობილი იქნება 25 ოქტომბერს)