მემორანდუმი საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან
28.01.2016 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში, IBSU-ს სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით დაგეგმილია სემინარებისა და ლექციების ჩატარება, შეხვედრების მოწყობა და პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.