[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მიმდინარე

პროგრამა  Erasmus+ კიდევ მეტი დაფინანსება გამოყო თბილისის ფილიალისთვის.     

“ევროკავშირის საინტეგრაციო და ფინანსური ბაზრების რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ – 2015 წელს შზსუ-მ მიიღო ვიშეგრადის  ფონდის საუნივერსიტეტო სწავლების გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი 5 კრედიტიანი საბაკალავრო კურსის სწავლებას შზსუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სახელწოდებით “ევროკავშირის საინტეგრაციო და ფინანსური ბაზრების რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“. პროექტი სრულდება 2018 წელს. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არსებული ევროპული ფინანსური საინტეგრაციო საკითხების გაცნობას, რაც მოიცავს შემდეგს: ფინანსური სექტორის განვითარება და საბაზრო რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში. კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ კარიერულ განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციები, აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრები, კორპორატიული ფინანსები და სხვა.