სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა შედგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში 29 იანვარს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოფინეს, საგნის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს ექსპედიცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოინახულეს დარიალის ხეობა, სოფელი სნო და გერგეტის სამება. ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოების გარდა ინდივიდუალურად იმუშავეს თემატურ ფოტოპროექტებზეც, მათ შორის ურბანულ პეიზაჟებზე, პორტრეტებსა და ნატურმორტებზე. შერჩეულ სამ საუკეთესო ფოტოს ავტორებს – ენი ცხვედაძეს, ნინი სიხარულიძესა და გვანცა ლაცაბიძეს გადაეცათ „ჩემი გამომცემლობის“ წიგნები.