[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში – პროგრამა

02.07.2015

2015 წლის 14 თებერვალს თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 

ჩატარდება საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომლის 

ორგანიზატორები არიან შავი ზღვის სართაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული 

ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების 

სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

ოლიმპიადა ჩატარდება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების 

ფორმატით. მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 

მოსწავლეებს და ასევე იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 20 წელი და 

არ არიან რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მინიმალური მოთხოვნაა დაპროგრამების 

რომელიმე ენის (Free pascal, C++) ცოდნა.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: VIII კლასამდე,  IX–X  და XI-XII 

კლასელი მოსწავლეებისათვის. სამივე ჯგუფში მონაწილეებს ამოსახსნელად მიეცემათ 

3-3 ამოცანა და 4 საათი სამუშაო დრო.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამივე ასაკობრივ ჯგუფში, გარდა გამარჯვების 

დამადასტურებელი ოფიციალური დიპლომებისა, გადაეცემათ ფულადი პრემიები და 

ფასიანი საჩუქრები.

ოლიმპიადის მოკლე პროგრამა:

10:00 –  10:30 – ოლიმპიადის გახსნა

10:30 – 11:00 – საცდელი ტური

11:00 – 15:00 – ოლიმპიადის ძირითადი ტური

15:00 – 16:00 – ტურზე წარმოდგენილი ამოცანების გარჩევა

16:00 – 17:00 – ოლიმპიადის დახურვა

საკონტაქტო პირი:

გიორგი მანდარია, მობილური: 599 429234