[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სესია: როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი

20.06.2024

IBSU-ს კარიერული კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართა სესია თემაზე “როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.”

სესიის სპიკერებმა, გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელმა და კარიერული განვითარების სპეციალისტმა, მურო თაკალანძემ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტების ასისტენტმა, მოხალისეთა ჰაბის ქალთა კარიერული განვითარების პროექტების კოორდინატორმა, “ასისტენტის” კონსულტანტმა, ქეთი არჯევანიძემ ისაუბრეს თემებზე – “როგორ შევქმნათ მკაფიო და შთამბეჭდავი რეზიუმე,” “როგორ დავწეროთ გამორჩეული სამოტივაციო წერილი” და “როგორ მოვემზადოთ და გავიაროთ გასაუბრება წარმატებით.”

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.